ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები გაახარეს
03-06-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები 1 ივნისს ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს რუხის მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მათი დღე მოხუცებთან ერთად აღნიშნეს; ერთმანეთს პატარებმა და მოხუცებმა დღე გაულამაზეს.

„1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ძალიან საყვარელ ადამიანებს ვსტუმრობდით! რუხის მოხუცთა თავშესაფარი, საოცარი პერსონალი, გულისხმიერი დირექტორი და რაც მთავარია, უზომოდ კმაყოფილი ჩვენი მხცოვანები! მაბედნიერებს ჩემი პატარების დამოკიდებულება უფროსი თაობის მიმართ!

მარი საჯაია:

- ცირა მასწავლებელო, ნაყინის ჭამას ხომ სჯობდა, მოხუცების გახარება?

ყველამ კვერი დაუკრა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203