ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
03-06-2022
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.
მეოთხე კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიუძღვნეს.
საზეიმო და ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, საქართველოს დროშა კიდევ ერთხელ სიამაყით ააფრიალეს და ცაში ფერადი ბუშტები გაუშვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს