ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჰიგიენური კლუბის - „ჰიგიენის კარის დღე“ ჩატარდა, რომელიც ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
კლუბი პროექტში - „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა კოვიდპანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში" იყო ჩართული, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
„ღია კარის დღეს უძღვებოდა მოხალისე თანასწორგანმანათლებლები: ინნა ხელაია და ლიზი ქაჯაია. მათი დამსახურებაა, რომ კლუბმა 1000 ლარიანი გრანტი მოიგო, სწორედ ამ თანხით შეძლეს დღის გალამაზება.
ღია კარის დღე შეაჯამა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ, მან დადებითად შეაფასა კლუბის მუშაობა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს