ბათუმის N20 სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღეს შთამბეჭდავი დღესასწაული აჩუქეს
03-06-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს. დღესასწაული მოსწავლეებს ანიმატორება მიულოცეს და ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზეს. მოსწავლეებმა კი მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

„1 ივნისი საზეიმო დღე იყო. დღე, როცა ყველა ბავშვი ბედნიერია დღე, რომელიც ფერადია​ დღე, როცა ყველა ბავშვის სახეზე ღიმილია“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203