ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღეს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს
03-06-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე აღინიშნა. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს.

მოსწავლეებმა ეს დღე ღია სივრცეში პედაგოგებთან ერთად იზეიმეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203