წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ასფალტზე ხატვის კონკურსში მონაწილეობდნენ
03-06-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, წყალტუბოში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალისო ღონისძიებები გაიმართა, სადაც წყალტუბოს N1 სკოლისდაწყებითი კლასების (კათედრის ხელმძღვანელი მარინე ქარქაშაძე, ხელოვნების პედაგოგი- თეა კაკაბაძე) მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაებნენ ასფალტზე ხატვის კონკურსში და ლამაზი ნამუშევრები შეასრულეს.
„წარმატებები ჩვენს პატარა ხელოვანებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს