„მომავალი ჩვენია“ - ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
03-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, I–IV კლასში ღონისძიება - „მომავალი ჩვენია“ მე-4 კლასის დამრიგებლის, თამარ გიგიაძეს ხელმძღვანელობით ჩატარდა.
„მოსწავლეები კიდევ ერთხელ ლექსებით, სიმღერით და ცეკვით მოეფერნენ ჩვენს ულამაზეს ანბანს, სამშობლოს, დედა ენას.
დიახ, მომავალი მათია. მომავალს ქმნის განათლებული, მიზანდასახული ახალგაზრდობა. ისინი დაეუფლნენ და შეიყვარეს - „ენა ქართული შემონახული სისხლით და ხორცით. დაეუფლნენ ქართული ანბანის საიდუმლოს.
ეს, ის თაობაა, რომელიც დგას თავისუფალი საქართველოს კარიბჭესთან, ამიტომაც მოეთხოვებათ არნახული ძალისხმევა, სულთა შორის კავშირების განმტკიცება.
ღონისძიების დასასრულს ბავშვები გაახალისა ზღაპრის გმირებმა. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის“, - წერია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისა და მე-4 კლასის დამრიგებლის თამარ გიგიაძის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს