ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი - „კრეატიულები“ მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსის ჟიურის რჩეული გახდა
03-06-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მხატვრულ- შემოქმედებით კონკურსზე წარმატებით წარდგნენ. სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთა გუნდი - „კრეატიულები“ კონკურსის ჟიურის რჩეული გახდა. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მხატვრულ- შემოქმედებითი კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნევრესტან დიდმანიძის ინიცირებითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია; პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლეთა შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობა და თვალსაწიერის გაფართოება.

ფერიის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4კლასის მოსწავლეთა გუნდი - „კრეატიულები“, პედაგოგ ლელა აბაშიძის ხელმძღვანელობით, ჟიურის წინაშე ​წარდგნენ საშინაო დავალებით - „ფლეშმობი“ და ასევე წარადგინეს წარმატებით წაკითხული ტექსტის არგუმენტაცია დიორამის სახით. მოსწავლეებმა გრაფიკული, ფერწერული და ნაძერწი ნაშრომების მთავარი დედააზრი გუნდურად და ნათლად გადმოსცეს.

ფერიის საჯარო სკოლის გუნდი - „კრეატულები“ გახდა ჟიურის რჩეული და საუკეთესო სკოლების ექვსეულში ადგილი დაიმსახურა. 

კონკურსის ბოლოს მოსწავლეებსა და ყველა მონაწილე სკოლას სიგელებით და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203