ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი ტრიუმფი
03-06-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში კიდევ ერთ ტრიუმფს ზეიმობენ - მასშტაბურ ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება სკოლის ორმა გუნდმა მოიპოვა. 

ნინო კიკილაშვილის სახელობის ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალი, რომელშიც დედოფლისწყაროს სხვადასხვა სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრში ჩატარდა.

ინტელექტუალურ თამაშში, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ორმა გუნდმა გაინაწილა პირველი და მეორე საპრიზო ადგილები, ამასთან აღსანიშნავია, რომ სკოლა უკვე მეორე წელია ღირსეულად ატარებს ამ ტიტულს.

გარდა ამისა, მეორე წელია თამაშის ბოლოს გამარჯვებული გუნდი ასახელებს წლის „დედოფლისწყაროს საუკეთესო მოაზროვნეს“. შარშან, ეს ტიტული ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეს - ჯაბა ჯამასპიშვილს ერგო. „2021-2022 სასწავლო წლის დედოფლისწყაროს საუკეთესო მოაზროვნე“ კი მარიამ ყოჩიაშვილი გახდა, რაც უპრეცედენტოა სკოლისთვის.

პირველადგილოსანი გუნდის შემადგენლობა ასეთია: გურამდა მათეშვილი, ჯაბა ჯამასპიშვილი, მარიამ ყოჩიაშვილი, ნინო მარტყოფლიშვილი, მარიამ ჯანაშვილი და მირანდა მათეშვილი.

მეორე ადგილი კი დაიკავეს - ანა ჯამასპიშვილმა, ფრიდონ იაკობიშვილმა, ნინო ლობჯანიძემ, საბა ჩუბინიძემ, ლუკა ბაღაშვილმა და გიორგი ტოკლიკიშვილმა.

სკოლა ამაყობს მათი ამ დიდი გამარჯვებით და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203