მატნის N1 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის წევრებმა დაფინანსება მოიპოვეს
03-06-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის წევრებმა პროექტში გაიმარჯვეს და გრანტი დაიმსახურეს.
კლუბის წევრები - გიორგი ტურაშვილი, ლუკა ტურაშვილი, ანი ხოხობაშვილი და თინათინ ხოხობაშვილი ევროპის ფონდის „ახმეტის ახალგაზრდული იდეის“ პროექტში მონაწილეობდნენ, სადაც 922-ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.
მოპოვებული დაფინანსებით მოსწავლეებმა პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთები და წიგნები შეიძინეს. კლუბის ხელმძღვანელი ნანი მთიულიშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია რომ ისტორიის კლუბის ჰყავს ახალი წევრები, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულნი კლუბის აქტივობებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს