„ჩვენი ბედნიერი პირველი წელი“ - ოლადაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს
02-06-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სკოლაში მათი მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა, სადაც შესწავლილი მასალა შეაჯამეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ბოლოს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სასკოლო საზოგადოებას ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

პედაგოგებმა კი მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სიგელებით დააჯილდოვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203