თბილისის N132 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ
02-06-2022
თბილისის N132 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა პარლამენტი დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ. აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ნათია ზექალაშვილი იყო.

ვიზიტი ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა. მოსწავლეებმა დრო შინაარსიანად გაატარეს.

„ექსკურსია საქართველოს პარლამენტის სასახლის დათვალიერების, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის გაცნობის მიზნით იყო დაგეგმილი. მათთვის შთამბეჭდავი იყო  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პარლამენტარიზმის მუზეუმის დათვალიერება, ექსპონატები და მასში აღბეჭდილი თითოეული ინფორმაცია“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203