ბავშვთა დაცვის დღესასწაული გურკელის საჯარო სკოლაში
02-06-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს მათი დღე სიყვარულით მიულოცეს. 

„გვინდა მივულოცოთ ყველა ბავშვს და ვუსურვოთ მათ ოცნებების და მიზნების ასრულება“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203