სადახლოს N1 სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წლის დასრულება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
02-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკლასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.