დიდაჭარის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
02-06-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.

მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას, წარმატებას წინსვლასა და დასახული მიზნების ასრულებას უსურვებს. ასევე, მივულოცავთ პირველ მერცხლებს სკოლაში შემოსვლას. მათი მომავალი ნათელი ლაღი და ბედნიერებით სავსე ყოფილიყოს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203