კიზილქილისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
02-06-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს სომხურ ანბანს და „დედა ენას“.

„პატარებმა პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას, მხიარულად „გააცილეს ანბანი“, „გააცოცხლეს“ დედაენის პერსონაჟები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკლასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203