ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონათა გუნდმა ფეხბურთის ამხანაგურ მატჩში გამარჯვება მოიპოვა
02-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

​ამჯერად, გოგონათშორის ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა სადაც ერთმანეთს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი ახალ დიოკნისში გაიმართა და თამაში მასპინძელმა გუნდმა 2:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პედაგოგი ნოდარ კახაძე გახლავთ.

ამხანაგური მატჩის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობა გახლდათ.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203