თელავის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
02-06-2022
თელავის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს, რომელშიც პატარები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.
„ჩვენმა პირველკლასელებმა მხიარულად „გააცილეს ანბანი“ - „გააცოცხლეს“ დედაენის პერსონაჟები, ასევე, მოეფერნენ ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას. გვინდა, გზა დავულოცოთ ჩვენს პატარებს, ვუსურვოთ ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა, შეეწიოთ უფალი სწავლასა და შრომაში. ჩვენ კი... ჩვენ მზად ვართ, ვემსახუროთ, ყველა პირობა შევუქმნათ და დავეხმაროთ წარმატებების მიღწევაში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს