თბილისის N21 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
თბილისის N21 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. ფოიეში დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიერ ამ დღისათვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ასევე, იყო მუსიკალური ღონისძიებები, გარდა ამისა, სკოლის ეზოში სხვადასხვა თამაშები მოეწყო.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: