ქვემო ქედის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
02-06-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„პირველკლასელებისათვის ლამაზ მოგონებად დარჩება საანბანო პერიოდის დასკვნითი ღონისძიება. ლია მასწავლებლის დიდი პროფესიონალიზმის შედეგი აშკარად ჩანდა პატარების როლურ თამაშებში, წაკითხულ ლექსებსა თუ საშემსრულებლო ხელოვნებაში ვულოცავთ სასწავლო წლის ნაყოფიერად დასრულებას და ბედნიერ არდადეგებს ვუსურვებთ ჩვენს თვალხატულა გოგო-ბიჭებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203