თელავის N5 საჯარო სკოლაში გამოფენა-კონკურსი - „დაამზადე საქართველოს დროშა“ ჩატარდა
02-06-2022

თელავის N5 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებელ მზია მაისურაძის ხელმძღვანელობით, გამოფენა-კონკურსი - „დაამზადე საქართველოს დროშა“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სახელმწიფო დროშები და ბუმბულის, თექის, ბურთების, თიხის, გირჩების, ვარდების, ხელსახოცების, კანფეტებისა  და სხვა მასალით დამზადებული ნამუშევრები წარმოადგინეს.

მოსწავლეებთან ერთად კონკურსში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის ხელმძღვანელები და ხელოვნების მასწავლებლები: ია ჩაველაშვილი და ნინო ლაჩაშვილი.

დასკვნით ღონისძიებაზე მე-9 (ისტორიის მასწავლებელი- ლია ალადაშვილი) და მე-10 კლასის ( ისტორიის მასწავლებელი- მზია მაისურაძე) მოსწავლეების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლების პრეზენტაცია გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული კლასები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203