ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ შეაჯამეს
02-06-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგმა მარინა ხვედელიძემ მე-8 კლასში პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ შეჯამება გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა პრეზენტაცია უცხო ენაზე მოამზადეს. მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„მადლობა თქვენ ბავშვებო. წარმატებები მუდამ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს