გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
02-06-2022
მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„პატარები, მათი საყვარელი პედაგოგის, თეა კეთილაძის ხელმძღვანელობით მხიარულად დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, როგორც პირველკლასელები და მომავალ სასწავლო წელს უკვე  „დიდები“ - მეორეკლასელები დაბრუნდებიან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203