გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის წინ არსებული ზებრა გადასასვლელი და პანდუსი მოხატეს
02-06-2022
მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მოეწყო ხატვის კონკურსიც, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლის წინ მდებარე ზებრა გადასასვლელი და პანდუსი მოხატეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა, მათ თავიანთ პედაგოგებთან, ეთერ ცაგარეიშვილსა და სალომე აბსავასთან ერთად, უღრუბლო ცა და მშვიდობიანი, ბედნიერი მომავალი უსურვეს სრულიად მსოფლიოს პატარებს. ბავშვების განსაკუთრებული მხიარულება გამოიწვია ხატვის კონკურსმა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203