ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღეს ლაშქრობა მოაწყვეს
02-06-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ლაშქორობა და პიკნიკი მოაწყვეს. ასევე, ბავშვთა უფლებების შესახებ იასუბრეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„მადლობა მათ მასწავლებლებს: ელზასა და ბელას.
ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს, გაერთნენ და მიიღეს საბაზისო ცოდნა ლაშქრობის დაგეგმვისა და პიკნიკის მოსაწყობად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203