ბაისუბნის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სპორტული მარათონი და მინი ფეხბურთის შეჯიბრი მოეწყო
02-06-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. გაიმართა სპორტული მარათონი და მინი ფეხბურთში შეჯიბრი.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203