კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღია ცის ქვეშ აღნიშნეს
02-06-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მათ აქტივობა ღია ცის ქვეშ გამართეს, ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203