წალენჯიხის N6 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
02-06-2022
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო გამოსამშვიდობებელი საღამო ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აქტივობა დამრიგებლ თინა შანავასა და მუსიკის მასწავლებელ ნათია მიქავას ხელმძღვანელობით გაიმართა. მასში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„ძალიან საინტერესო და სახალისო ღონისძიება შედგა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203