კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საპირველივნისო აქტივობები და თანადგომა უკრაინელ თანატოლებს
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მოეწყო სხვადასხვა აქტივობა, მოსწავლეებმა ასფალტზე დახატეს და თავიანთი უფლებები განიხილეს. მათ განსაკუთრებული თანადგომა უკრაინელი თანატოლების მიმართ გამოხატეს და მშვიდობა უსურვეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, თუ როგორი თანადგომა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: