ბადიაურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
02-06-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-3, მე-4, მე-5 კლასებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და აქტივობაშ მონდომებით ჩაერთნენ.