დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ბონდო ქობალიამ ინტელექტუალურ კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
02-06-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ აქტივობებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ინტელექტუალური ღონისძიება - „თამარის ეპოქა“ გაიმართა, რომლის ფარგლებში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს II ტურიანი ტესტირება ჩაუტარდათ.

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ბონდო ქობალიამ (Xკლასი) III საპრიზო ადგილი დაიკავა; ნიჭიერ მოსწავლეს ჯილდოდ მესამე ხარისხის სიგელი და ფასიანი საჩუქარი (წიგნი) გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვების ცერემონია 26 მაისს, მარტვილში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203