ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დღეს ღია გაკვეთილი მიეძღვნა
02-06-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში ბუნებაში თემაზე - „22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერაშორისო დღე“ საინტერესო ღია გაკვეთილი  ჩატარდა. 

გაკვეთილის მიზანი დედამიწაზე არსებული სახეობების შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.

მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.  მათ აუდიტორიას დედამიწაზე არსებული სხვადასხვა სახეობები გააცნეს, მათი დაცვასა და პოპულაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„ბიომრავალფეროვნების შემცირებასთან ან დაცვასთან დაკავშირებით, გაკვეთილზე ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის საქმიანობა და დამოკიდებულება ბუნების მიმართ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203