წესის საჯარო სკოლის​ პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით - „არ ვიცით? ვიცით“ დაასრულეს
02-06-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „არ ვიცით? ვიცით“ ჩაატარეს.

ღონისძიება პირველი კლასის პედაგოგმა, მაია ჯელაძემ მოამზადა.

ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკლასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203