„გამოთხოვება ანბანთან“ - ზედა სამების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
02-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „გამოთხოვება ანბანთან“ დამრიგებლის, მაკა კახიძეს ხელმძღვანელობით გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკლასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203