სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
02-06-2022
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-10 პირველ კლასში ისტორიის მასწავლებელ ნელი ცეცხლაძის ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სკოლის სივრცეში ჩატარდა ღონისძიება.

„XIX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიცისტური ფრაზა - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, უმთავრეს იდეად გასდევდა საქართველოს ინტელექტუალურ და სულიერ ცხოვრებას.

მასწავლებელმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს, რომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში გაცხადებული იყო სწორედ ის, რაზეც თავის დროზე არაერთი მამულიშვილი ოცნებობდა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203