რუსთავის N5 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე შთამბეჭდავი აქტივობებით აღნიშნეს
02-06-2022
რუსთავის N5 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის ფოიე ფერადი ბუშტებით გაფორმდა, მოეწყო ფლეშმობი, ხოლო განწყობის შესაქმნელად საბავშვო მუსიკალური ნომრები გაჟღერდა; ასევე,ფერადი ცარცებით ლამაზად მოიხატა სკოლის ეზო და საზეიმოდ მოხდა „კინგსის“ ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს პატარებს და ყველა ბავშვს უსურვებს ფერადი დღეების სიმრავლეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203