ბუღაშენის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
02-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ყოველთვის საინტერესო და სახალისო აქტივობებით მიმდინარეობს.
მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.
ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგმა, ანი აღაბალიანმა მე-9 კლასში, ცოდნის განმტკიცების მიზნით, ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩაატარა.
მოსწავლეები ხალისითა და დიდი მონდომებით ჩაერთვნენ აქტივობაში. ყველაზე მეტი სწორი პასუხების დაგროვების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული და ყველაზე ჭკვიანის ტიტული მოიპოვა რიმა აკობიანმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს