სენაკის N1 სკოლის მე-3 კლასელებმა ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
02-06-2022
სენაკის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მე-3 კლასელებმა (პედაგოგი შორენა ნოდია) დაგეგმეს და სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 

მათ კლასში ისაუბრეს, იმსჯელეს გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია, ფერადი ბუშტებით და კეთილი სურვილებით მიულოცეს ეს დღე პატარა მეგობრებს. ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო. ასევე, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

მე-3 კლასი ულოცავს ყველა ბავშვს ამ დღეს და უსურვებს მშვიდობას, უღრუბლო ზეცას, ლაღ და მხიარულ ბავშვობას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203