ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მზის შვილებს“ ღონისძიება მიუძღვნეს
21-03-2018
ლასურიაშის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიება - ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ მოამზადეს.
მოზარდებმა ასევე კედლის გაზეთი - „მზის შვილები" გააკეთეს და „ჭრელი წინდების“ კამპანიას შეუერთდნენ.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ თანადგომა, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ჭრელი წინდებით ფოტოები გადაიღეს. ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.
დაუნის სიდრომის დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203