ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშთა დაცვის დღე იზეიმეს
02-06-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება და თითოეული კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.

მრავალფეროვანი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ნახატების გამოფენა, ჩატარდა „მხიარული სტარტები“, იმღერეს, იცეკვეს და ერთმანეთს მიულოცეს ეს დღე.

აღსანიშნავია, რომ დორექტორმა, ნინო მეხრიშვილმა მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადასცა, რამაც ბავშვების სიხარული გაასამმაგა.

„ყველა ბავშვის თვალი ერთნაირად ციმციმებდა, იღიმოდა და ბრწყინავდა - „შეიყვარე, დაიცავი, იზრუნე, გიყვარდეს, ეთამაშე, ემეგობრე და მათთან ერთად იოცნებე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203