„ვამაყობთ თქვენით და თქვენი მიღწევებით“- კუჭატნის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები სიყვარულით გააცილეს
02-06-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.
მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს და ემოციური წერილი მიუძღვნეს.
„კუჭატნის საჯარო სკოლაში მორიგი „ბოლო ზარი“ დაირეკა. 12-მა წელმა თვალის დახამხამებაში გაირბინა. გუშინდელ დღესავით გვახსოვს, როგორ შემოაღეთ პირველად კარები ცოდნის სამყაროში და მას შემდეგ არა ერთი გამოწვევის წინაშე მდგარხართ, მაგრამ თქვენი მიზანსწრაფულობითა და შრომისმოყვარეობით შეძელით გამკლავებოდით ამ გამოწვევებს და გადაგელახათ სიძნელეეები.
ვამაყობთ თქვენით და თქვენი მიღწევებით. გვჯერა, წინ კიდევ არაერთი წარმატება გელის!
გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას ჩვენო მეთორმეტეებო! უფალმა დაგილოცოთ თქვენი სავალი გზა და მისი მადლი გფარავდეთ!“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს