კუჭატნის საჯარო სკოლის პირველკლასელთა დაუვიწყარი ღონისძიება
02-06-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პატარა მოსწავლეებს, კლასის ხელმძღვანელმა, ლამარა დიასამიძემ დაუვიწყარი ღონისძიება მოუწყო, რომლის ფარგლებში ნიჭიერი ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა, ნინო მელქოშვილმა მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს