ჭალადიდის საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდასაკლასო შეჯიბრი გაიმართა
02-06-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რომლის საშუალებით ბავშვებს ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარები უფრო მეტად უვითარდებათ.

ამჯერად, მე-2 კლასში სპორტის მასწავლებელმა, პაატა ხვიჩიამ ჭადრაკში შიდასაკლასო შეჯიბრი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეებმა ჭადრაკისადმი ინტერესი და გონიერება გამოავლინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203