გორისციხეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
02-06-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს, რომლის ფარგლებში მოეწყო: კალიგრაფიის კონკურსი, ლექსის მხატვრულად კითხვა, კითხვა- პასუხი, სიმღერები და კიდევ მრავალი საინტერესო რამ.
„მადლობას ვუხდით ნელი მასწავლებელს თავდაუზოგავი შრომისთვის, ბავშვების სასწავლო დღეების გამრავალფეროვნებისთვის. გვიყვარხართ და გვეამაყებით! მადლობა მშობლებს გვერდში დგომისთვის. ჩვენს პატარებს კი ვულოცავთ მშობლიურ ენასთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს