ბარალეთის N1 სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა-შეჯიბრი გაიმართა
02-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში მხიარული და სიანტერესო აქტივობა-შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

გამოვლინდა 3 გამარჯვებული, მათ დირექტორმა ჯილდოები გადასცა.

„ჩატარდა ღონისძიება და შეჯიბრი, სადაც ბავშვები გაყოფილნი იყვნენ ჯგუფებად ერთმანეთთან სათამაშოდ. შეჯიბრის დასრულების შემდეგ კენჭისყრის შედეგად, გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებმაც მიიღეს სკოლის დირექტორისგან ჯილდოები. ძალიან კარგი და სახალისო დღე გაატარეს იმხიარულეს გაერთნენ, იმღერეს და იცეკვეს ბავშვებმა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203