ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
02-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ინტელექტუალური აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ტური ჩატარდა, რომელსაც დიანა ტიუნიაევა ხელმძღვანელობდა.

თამაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში: მე-3, მე-4, მე-5 კლასის გუნდებს შორის წარიმართა და გუნდმა - „მოაზროვნეები“ გაიმარჯვა, რომლის კაპიტანი ალექსანდრე ბერიძე გახლავთ.

მე-6, მე-7, მე-8 კლასებს შორის გამარჯვებული გახდა გუნდი „არწივები“, ხოლო გუნდის კაპიტანი ლაშა ბარამიძე.

„მადლობას ვუხდით ყველა გუნდს მონაწილეობისათვის, ასევე ჟიურის წევრებს: მანანა ხოზრევანიძეს, მაია დავითაძეს და მაკა შაინიძეს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203