ვანთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
02-06-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებაში სსსმ მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავი წიგნები გადასცეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ და შინაარსიანად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203