თხინვალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს
02-06-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, ასფალტი მოხატეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

მოსწავლეები აქტივობაში პედაგოგებთან, ხათუნა სვანიძესთან, ნინო თავბერიძესთან, ლუიზა ცერცვაძესთან, ლანა ბაღიშვილსა და ელზა სისაურთან ერთად ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203