„ზღაპრული სამყარო“- ერგეს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
02-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით VIა  და  VIბ კლასის მოსწავლეებმა ერთობრივი ზეიმი „ზღაპრული სამყარო“ ჩაატარეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

VIა კლასის ხელმძღვანელი ნანი ევგენიძე–გორგოშაძე, ხოლო VIბ კლასის ხელმძღვანელი თამარ ლორთქიფანიძეა.

„ბავშვებმა სცენაზე კიდევ ერთხელ ,მოირგეს და გააცოცხლეს  მათი საყვარელი გმირების როლი,  დაამარცხეს ბოროტი ჯადოქარი ,გზა სიყვარულით, სიკეთეთით მოქარგეს.პატარები კიდევ ერთხელ ამოგზაურეს ჯადოსნურ სამყაროში, აჩუქეს ერთი ლამაზი დღე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:                                                      

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203