„არამატერიალური კულტურის ძეგლების დაცვა“- ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
02-06-2022
ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს. 

„არამატერიალური კულტურის ძეგლების დაცვა“ მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ინტერესით შეასრულეს. 

მათი მასწავლებელი მარინა რუხაია, ხოლო კლასის ხელმძღვანელი სოფიო სურმავაა.

„მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაცნობოდნენ სოფელში არსებულ არამატერიალური კულტურის ძეგლებს, როგორიცაა მეგრული ფაცხა (სადაც თვითონ გადახარშეს ყველი), სამჭედლო, წყლის წისქვილი. საკუთარი თვალით იხილეს ეს პროცესები, რამაც შეუქმნა მოტივაცია ეს პროექტი უფრო ფართომაშტაბიანი გახადონ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203